გიორგი გახარია - ვიდრე არ იქნება პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები
გიორგი გახარია - ვიდრე არ იქნება პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები

პროკურატურა თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში აღმოაჩენს გადაცდომას, ამაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

ამასთან, მისივე თქმით, „ვიდრე არ იქნება პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები“.

„პასუხისმგებლობა იქნება იმაზე, რომ შსს-მ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა. თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება სამართლებრივი რეაგირება. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ვიდრე არ იქნება პროკურატურისა და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.

გენერალური პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის ცალკეული მონაწილეების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე.