გიორგი გახარია - ვგრძნობ სრულ მხარდაჭერას ჩემი გუნდიდან, რაც მაძლევს ძალას, გადავწყვიტო პრობლემები
ვგრძნობ სრულ მხარდაჭერას ჩემი გუნდის მხრიდან, რომელიც მაძლევს ძალას, გადავწყვიტო პრობლემები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ვგრძნობ სრულ მხარდაჭერას ჩემი გუნდის მხრიდან და ეს მხარდაჭერა მაძლევს იმ ძალას, რომ ვიყო ეფექტური, რათა პრობლემები გადავწყვიტო. თქვენ შეიძლება, ეს გეჩვენებათ, მე ამას ვერ ვგრძნობ. მე ამას აღვიქვამ როგორც ჭორაობად. ვგრძნობ და მაქვს სრული მხარდაჭერა ჩემი გუნდის ისევე, როგორც ირაკლი კობახიძეს, როგორც პარტიის თავმჯდომარეს აქვს სრული მხარდაჭერა ჩემი მხრიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.