გიორგი გახარია - ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში რუსთაველზე მოზარდის დაჭრაში დამნაშავე პირებსაც დავაკავებთ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, რუსთაველზე მოზარდის დაჭრის ფაქტზე საგამოძიებო პროცედურები აქტიურად მიმდინარეობს.
“შემთხვევის მოწმეები გამოიკითხნენ. ჩვენთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიცით, რომ დღეს მოზარდის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. იმედია, დღის ბოლომდე ახალგაზრდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იქნება. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო პროცედურები და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ამ დანაშაულში დამნაშავე პირებსაც დავაკავებთ”, – აღნიშნა მინისტრმა.
გუშინ რუსთაველის გამზირზე მოზარდი დაჭრეს. მისი მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.