გიორგი გახარია - თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გვექნება დამატებითი ვაქცინები, ჩვენი მიზანია, საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინა
უმდიდრესი, სისტემური სახელმწიფოები იღებენ სულ უფრო ძიმე შეზღუდვებს, რადგან ხედავენ, რომ ვაქცინაციის იმ გეგმას, რომელსაც თავიდან ეგონათ, რომ განახორციელებდნენ, ვერ ახორციელებენ. ეს არის ობიექტური რეალობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„ჩვენს შემთხვევაში, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და მინდა, მადლობა გადავუხადო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში და როგორც შედეგი, შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო იქნება პირველი 18 ქვეყნის სიაში, რომლებიც უახლოეს პერიოდში მიიღებენ „ფაიზერის“ ვაქცინას. „ფაიზერის“ ვაქცინას მივიღებთ პირველ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში, ავცრათ სამედიცინო სფეროს ექიმები, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“,. – განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარიას თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას, რომ ქვეყანაში დამატებითი ვაცქინები შემოვიდეს.
„ვაგრძელებთ მუშაობას და თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში გვექნება დამატებითი ვაქცინები ქვეყანაში. ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და ავტორიზებული ვაქცინა, რომელიც არ შეუქმნის რისკს ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ ერთი მხრივ ვფრთხილობთ,მაგრამ მეორე მხრივ, მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინას მიიღებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველები, ვინც აიცრებიან, იქნებიან ექიმები“, – განაცხადა გახარიამ.