გიორგი გახარია - ვაფასებ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნებს, განვაგრძობთ საქართველოს მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას
ვაფასებ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნებს, განვაგრძობთ საქართველოს მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას, – ასე ეხმაურება არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინასწარ დასკვნებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია.
„ვაფასებ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წინასწარ დასკვნებს. დამკვირვებლების თქმით, არჩევნები იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები დაცული იყო. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მდგრადი დემოკრატიული განვითარების უზრუნველყოფას“, – აცხადებს გახარია.