გიორგი გახარია უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მწუხარებას გამოთქვამს უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო.
პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ფრიდონ ნიჟარაძემ თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგვიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა.
„მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ადამიანისა და უნიჭიერესი უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის გარდაცვალების გამო. მან თავისი კუთხის განსაკუთრებული ერთგულებით ქვეყნის სიყვარულის მაგალითი მოგვცა და დაგვიტოვა უნიკალური შემოქმედება, რომელმაც გაამდიდრა ქართული კულტურა.
ვუთანაგრძნობ მის ოჯახსა და ახლობლებს, მთელ საქართველოს“, – აცხადებს გიორგი გახარია.
ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.