გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი
გიორგი გახარია - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ნაბიჯებზე ჩვენი პასუხი იქნება სრულად კანონიერი

საქართველო სრულად ადასტურებს, რომ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, სახელმწიფო სრულად იაზრებს ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფოს პასუხი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედებებზე სრულიად კანონიერი იქნება.

„საქართველო სრულად ადასტურებს და სახელმწიფო სრულად ადასტურებს, რომ სახელმწიფოში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსს გამოხატვის თავისუფლებად შესაძლოა მიაჩნია პოლიციის შეურაცხყოფა, პარლამენტში შეჭრა ან თუნდაც პარლამენტის პიკეტირება. ჩვენ, სახელმწიფო, სრულად ვიაზრებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის მნიშვნელობას და რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხი მსგავს ნაბიჯებზე იქნება სრულად კანონიერი და გააზრებული იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაქვს ჩვენი მოქალაქეების წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.