გიორგი გახარია - უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია, სამი-ოთხი თაობა ხშირად ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა მაღალია
გიორგი გახარია - უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცებს, ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია, სამი-ოთხი თაობა ხშირად ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა მაღალია

დღეს, მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილიანობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი გვაქვს და სტატისტიკურად, საქართველო, ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასთან შედარებით, უკეთესად გამოიყურება, ეს კონკრეტული ადამიანების სიცოცხლეა და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ციფრები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ პირველ რიგში, ყველანი უნდა გავუფრთხილდეთ მოხუცების, ხანდაზმულების ჯანმრთელობას.

„ეს არის ყველაზე რისკის შემცველი სოციალური ჯგუფი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ქართული ოჯახის სოციალური სტრუქტურა ცოტა სხვანაირია და ჩვენ, ხშირად, სამი და ოთხი თაობა ვცხოვრობთ ერთად, ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობა არის ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ეს უნდა გავითვალისწინოთ და ყველამ მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ჩვენი თავი, ვატაროთ პირბადე, რამეთუ დავიცვათ ჩვენი ახლობლები და ჩვენი ხანდაზმულები“, – აღნიშნა პრემიერმა.