გიორგი გახარია - უბნის ოფიცერს უნდა ქონდეს ნდობის ისეთი ხარისხი, კარზე რომ დააკაკუნებს, მოქალაქემ გაუღოს და სახლში შეუშვას
უბნის ოფიცერს უნდა ქონდეს ნდობის ისეთი ხარისხი, კარზე რომ დააკაკუნებს, მოქალაქემ გაუღოს და სახლში შეუშვას, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„უბნის ოფიცერი არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიცია. უბრალოდ, გთხოვთ, რომ აქ მხარი დაგვიჭიროთ, ეს არის რაღაც ახალი, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი ახალი პოლიციის. ეს არის ის ადამიანი, რომლის ნდობის ხარისხიც უნდა იყოს ისეთი, კარზე რომ დააკაკუნებს, მოქალაქემ კარი უნდა გაუღოს და სახლში შემოუშვას. ესენი იქნებიან საუკეთესო ადამიანები, ახალგაზრდები, საუკეთესოდ აღჭურვილები, შესაბამისი სოციალური გარანტიებით და შესაბამისი განათლებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.