გიორგი გახარია - უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის
უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევანი წარსულსა და მომავალს შორის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დღეს აშკარაა, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის შემდეგ, რომ ჩვენ ყველანი ერთად, საქართველოს მოქალაქეები არჩევანს ვაკეთებთ წარსულსა და მომავალს შორის, განახლებასა და წარსულს შორის. ეს ორი ძალა, გარდა იმისა, რომ ერთმანეთს ასაზრდოებს უკვე წლებია, წარსულში გვექაჩება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე გონიერ და გულით არჩევანს გააკეთებს მომავლისთვის.
მინდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, რადგან არავინ არ მოგატყუოთ. ეს არ არის მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები, ეს არის განახლების არჩევნები და ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ერთპიროვნულმა მმართველობამ. ამასთან, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს ასაზრდოებს, ქვეყანას ექაჩება წარსულში, რა თქმა უნდა, სწორი არჩევანით ჩვენ ქვეყანა უნდა წავიყვანოთ წინ.
ეს უაღრესად პრინციპული არჩევნებია, ეს არის არჩევნები წარსულსა და მომავალს შორის, გულწრფელად მჯერა, რომ დღეს საქართველოს თითოეული მოქალაქე გრძნობს, რამდენად სჭირდება ქვეყანას განახლება და ის გააკეთებს ისეთ არჩევანს, გონიერს, გულით, ისეთ არჩევანს, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ, ეს იქნება პირველ ტურში თუ მეორე ტურში, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია წინსვლა“, – განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, გადავა თუ არა თავად მეორე ტურში, გახარიამ განაცხადა: „მე ყველგან ვიქნები“.