საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.
ამის შესახებ გიორგი გახარია „ფეისბუქზე“ წერს.
„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“,- წერს გიორგი გახარია.
ამასთან, საქართველოს პირველ არხს მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ კორონავირუსი გიორგი გახარიას დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა.