გიორგი გახარია თურქეთში ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის პროექტის ინაუგურაციას დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიიწვია.
ცერემონია თურქეთის ედირნეს პროვინციაში 30 ნოემბერს გაიმართება.