გიორგი გახარია - ოპოზიცია პარლამენტში თუ შემოვა, იქნება სახელმწიფოს გაძლიერებისა და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი
თუ ოპოზიცია პარლამენტში შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ოპოზიციის პარლამეტში შესვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, მმართველი გუნდი ამ სცენარისთვისაც მოემზადება.
„იმედი მაქვს, რომ შემოვა. თუ შემოვა, რა თქმა უნდა, ეს იქნება ქვეყნის განვითარებისთვის, სახელმწიფოს გაძლიერებისთვის და ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის გადადგმული პასუხისმგებლიანი ნაბიჯი. თუ არ შემოვა, ამ სცენარისთვისაც მოვემზადებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.