გიორგი გახარია - თუ გვექნება მტკიცებულების შესაბამისი სტანდარტი ხორავას ქუჩის საქმეზე, სხვა პირებსაც დავაკავებთ
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულია რამდენიმე პირი და შესაბამისი მტკიცებულებების სტანდარტის შემთხვევაში, სხვა პირებსაც დააკავებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს, გამოძიება გრძელდება. უკვე დაკავებულია რამდენიმე პირი. თუ გვექნება მტკიცებულების სტანდარტი კიდევ იქნებიან დაკავებულები. ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმეა. გამოყოფა იმიტომ მოხდა, რომ საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. მოგეხსენებათ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს თავისი შეზღუდვები აქვს და შეზღუდული დრო გვქონდა. რეალურად, რომ დავთვალოთ, 30 დღეზე ოდნავ მეტი გვქონდა“, – განაცხადა გახარიამ.