გიორგი გახარია - „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს
„თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის გამოძიებაში ძალიან სერიოზული პროგრესი გვაქვს, – ამის შესახებ საქათველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პოლიციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სერიოზული პროგრესი გვაქვს „თიბისი ბანკზე“ კიბერთავდასხმის ნაწილში ზუსტად იმ ვადებში, რომელიც საზოგადოებას განვუცხადე საპარლამენტო ტრიბუნიდან, გვექნება ის შედეგი, რომელიც დააკმაყოფილებს და მოხსნის ყველანაირ კითხვის ნიშანს” ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.