საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს ხვდება.
მამუკა ნაცვლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა.
თბილისში, თემქაზე 20 წლის ანა ნაცვლიშვილი მიმდინარე წლის 22 თებერვალს მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით ნაცვლიშვილის მეგობარი დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული, რაც შვიდიდან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.