გიორგი გახარია თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამას დღეს შეხვდება
გიორგი გახარია თემქაზე მოკლული ანა ნაცვლიშვილის მამას დღეს შეხვდება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია თემქაზე მოკლული 20 წლის ანა ნაცვლიშვილის მამას, მამუკა ნაცვლიშვილს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მამუკა ნაცვლიშვილს შსს-ში 13:00 საათზე ელოდებიან.

ანა ნაცვლიშვილის მამამ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვედრის თხოვნით თავად მიმართა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ შსს-დან დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ მინისტრი მასთან შესახვედრად მზად არის.