გიორგი გახარია - თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობაში ნამდვილად დაგვაკლდა, რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტიდან თეა წულუკიანის წასვლა მთავრობისთვის დანაკლისია.
ამასთან, პრემიერმა არ დააკონკრეტა, როდის და რა ფორმით დაბრუნდება წულუკიანი აღმასრულებელ ხელისუფლებაში.
„როგორც პრემიერ-მინისტრი გეუბნებით, რომ თეა წულუკიანი საქართველოს მთავრობასა და კაბინეტში ნამდვილად დაგვაკლდა. რა ფორმით დაბრუნდება, ვნახოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.