გიორგი გახარია თბილისის მერიას მოუწოდებს, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თბილისის მერიას მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტთან და სავაჭრო ობიექტებთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გამკაცრდეს.
„მინდა, მოვუწოდო ქალაქის მერიას, ნორმები, რომლებიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და ყველა უნდა მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით მოგვიწვს ცხოვრება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევის მიუხედავად, საგანმანათლებლო პროცესის გადადება არ განიხილება.