გიორგი გახარია - თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლებში თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს, რომელსაც აღიარებენ საერთაშორისო პარტნიორები და ქართული თავდაცვის ძალებიც
ნატო-ს მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გახარიამ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეხვედრაზე – „ელჩების კონფერენცია 2020 – საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გლობალური პანდემიის პირობებში, ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც ონლაინ ფორმატში იმართება.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საერთოდ, თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანას ძალიან თვალსაჩინო პროგრესი აქვს.
„ნატო-ს მიმართულება არის უაღრესად მნიშვნელოვანი, და საერთოდ თავდაცვის თვალსაზრისით ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხელჩასაჭიდი, ძალიან თვალსაჩინო პროგრესი გვაქვს, რომელსაც აღიარებენ როგორც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული თავდაცვის ძალებიც. ისინი უბრალოდ ხედავენ, რამხელა პროგრესი განიცადა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქართულმა არმიამ და ეს არის პრიორიტეტული მიმართულება ასევე ჩვენთვის,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.