გიორგი გახარია ტატუნაშვილის საქმეზე - ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ტრაგედია
ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ტრაგედია, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხზე პირველ არხს განუცხადა.
გახარია არჩილ ტატუნაშვილის მამას შეხვდა.
„თარიღზე ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ. ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს ტრაგედია.
თარიღზე ახლა საუბარი, არაკორექტულია, ჩიხში შეგვყავს უბრალოდ მდგომარეობა. არ გვინდა ამ თარიღებზე საუბარი, ვაკეთებთ მაქსიმუმს“,- განაცხადა გახარიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს. არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა კვლავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რჩებიან. ოჯახისთვის ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ არც ტატუნაშვილის ცხედარი გადაუციათ.