გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ „ფრონტერაზე“ განცხადებები არაკეთილსინდისერი კომპანიის ლობისტური ინტერესიდან გამომდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მიერ მიღებული ყველა წერილი მხარესთან შეთანხმებით გასაჯაროვდა.
ამასთან, გიორგი გახარიამ „ფრონტერასტან“ დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ საქმე გვაქვს ლობისტურ ინტერესთან.
გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ „ფრონტერაზე“ განცხადებები არაკეთილსინდისერი კომპანიის ლობისტური ინტერესიდან გამომდინარეობს.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული კომპანიის, არაკეთილსინდისიერი კომპანიის კონკრეტული ინტერესიდან გამომდინარეობს ეს პასუხი, ჩვეულებრივი ლობისტური ინტერესია და ამას სხვათაშორის იმედი მაქვს, როდესაც შესაბამისი პროცედურები დასრულდება, სტოკჰოლმის არბიტრაჟი დაადასტურებს ან იქით ან აქეთ. ყველა ვნახავთ ამას“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
გახარია მიიჩნევს, რომ სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა მიმდინარეობდეს.
„ადრე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის წერილებით ურთიერთობა არ უნდა მიმდინარეობდეს. ეს ჩვენი შეცდომაა, მათი, ყველას შეცდომაა, რა მნიშვნელობა აქვს ამას. მთავარია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს სტრატეგიული ურთიერთობა და ეს გამომდინარეობს ბუნებრივი ინტერესებიდან, როგორც საქართველოს, ასევე შეერთებული შტატების. ბოლოს და ბოლოს, ეს არის ჩვენი მოსახლეობის 75 პროცენტის გადაწყვეტილება. სხვა ყველაფერი არის პირობითი მოვლენები, რასაც ჩვენ ერთად, სტრატეგიული პარტნიორები, მიუხედავად იმისა, რა სიმძიმის კითვებიც უნდა გვქონდეს,დავსხდებით და მოვაგვარებთ“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.