გიორგი გახარია - საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა
დავა – საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია „ფეისბუქზე“ წერს.
„დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა-საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“,- წერს გიორგი გახარია.
2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.