გიორგი გახარია - სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებენ
გიორგი გახარია - სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებენ

ყველა ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად, მიმართული არის იმ 25 000 ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც მშენებლობის სექტორს ეხებოდა, სამთავრობო დონეზე დღეს დადგენილების სახით იქნება მიღებული.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხით საშუალებით შეიძენს საცხოვრებელ ფართს წლის ბოლომდე, სახელმწიფო ნაწილობრივ უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს 5 წლის განმავლობაში. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც მისცემს შესაძლებლობას ჩვენს მოქალაქეებს, მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, გადაწყვეტილება, რომელიც მათ ჰქონდათ მიღებული საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების შესახებ, განახორციელონ. გარდა ამისა, ყველა ნაბიჯი, ღონისძიება, რომელიც მიმართულია მშენებლობის სტიმულირებისკენ, ძირითადად, მიმართული არის იმ 25 000 ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობისთვის, რომელსაც უკვე აქვს იპოთეკური სესხი და სრულად იქნება გარანტირებული, რომ არც ერთი დაწყებული მშენებლობა არ დარჩეს დაუსრულებელი, ამაზე მთავრობა და სახელმწიფო იზრუნებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.