გიორგი გახარია - სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება დასკვნით ეტაპზეა
სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიება უკვე დასკვნით ეტაპზეა გასული და ამ დანაშაულთან მიმართებით უახლოეს პერიოდში კონკრეტული შედეგები გვექნება, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი არხის გადაცემაში „ახალი კვირა“.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე 15 იანვარს მოკლული იპოვეს. სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს, თუმცა შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული გიორგი ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე 18 იანვარს გაათავისუფლეს.