გიორგი გახარია - სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართოებს
საქართველოს მთავრობის სხდომაზე სოფლის მეურნეობის პროგრამებში ცვლილებებს განიხილავენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ ცვლილების ძირითადი მიზანია, რომ ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავისი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებს აფართობს და შეყავს ისეთი დარგები, როგორიც არის თხილის გადამუშავება, ჩაის წარმოება, სასურსათო წარმოება და აქვე იქნება დამატებული ყურძნის გადამუშავებაც.
„მოგეხსენებათ, რთველის პერიოდი მოდის, ამაზე ჩვენ შემდგომ მთავრობაზე ვიმსჯელებთ, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენს მევენახეებს, ისევე როგორც სხვა სექტორებსაც, ანტიკრიზისული დახმარება გავუწიეთ, მათზე ვიმსჯელებთ შემდეგ მთავრობაზე და ესეც იქნება საკმაოდ ეფექტური მხარდაჭერის პაკეტი ჩვენი პირველ რიგში მევენახეებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.