გიორგი გახარია - სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას
სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის მინისტრის ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა, ეს გლობალური გამოწვევაა.
„სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, მისი ხელმძღვანელობით, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას. ყველას კარგად გვესმის, რომ არაფერი დასრულებული არ არის, ყველაფერი გრძელდება და ჩვენს მოქალაქეებს სიმშვიდეს სძენს სახეები, რომელსაც დღეს აქ ვხედავ. ტყუილად არ ჩამომითვლია, ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს ჩვენი ცხოვრების ძალიან ბევრ, უმნიშვნელოვანეს სფეროს. ის რეფორმები, რომელიც ბოლო თვეების განმვლობაში დაწყებულია სამინისტროში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ შესძინოს მდგრადობა ყველა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სისტემამ მიაღწია 2012 წლიდან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.