გიორგი გახარია - შსს-ს ამოცანაა, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილური გარემო, რასაც სამინისტრო უზრუნველყოფს
გიორგი გახარია - შსს-ს ამოცანაა, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და სტაბილური გარემო, რასაც სამინისტრო უზრუნველყოფს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძირითადი ამოცანაა, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომ, ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო, რასაც შსს უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, უწყება იზრუნებს მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

„შსს-ს ძირითადი ამოცანაა, როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომ, ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და აბსოლუტურად სტაბილური გარემო, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ საშუალება თავისუფალი არჩევანის გაკეთების დემოკრატიულ გარემოში, რასაც შსს უზრუნველყოფს. პირველ რიგში, ვიზრუნებთ ჩვენს მოქალაქეებსა და მათ უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.