გიორგი გახარია შს მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა

გიორგი გახარია დღეიდან შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. შინაგან საქმეთა ახალ მინისტრს სამინისტროში გიორგი მღებრიშვილი დახვდა.

გიორგი მღებრიშვილი გიორგი გახარიას სამინისტროში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. შსს-ს ახალი მინისტრი მულტიფუნქციური, მაღალტექნოლოგიური ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობას გაეცნო.

დღესვე, გიორგი გახარია შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და უწყების თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრას გამართავს.