გიორგი გახარია შრომის ახალ კანონმდებლობაზე - ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა
ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ბიზნესთან ერთად, რათა შრომის ახალი კანონმდებლობა კი არ ურთულებდეს ბიზნესს ცხოვრებას, არამედ უმარტივდებოდეს. ჩვენს სოციალურ გარემოს და ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას ხდიდეს უფრო მდგრადს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ამ მიმართულებით კანონმდებლობა იყოს დაბალანსებული.
„ჩვენ ბევრი გვისაუბრია ამაზე და შეიძლება ვთქვათ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს იყოს დაბალანსებული კანონმდებლობა და რაც პარლამენტშია იმის შეცვლა შესაძლებელია და კიდევ ვმსჯელობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.