გიორგი გახარია შობის დღესასწაულს ულოცავს ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შობის დღესასწაულს ულოცავს ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ დღესასწაულს.
„ქრისტეშობას ვულოცავ ყველა იმ კონფესიის წარმომადგენელს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს ამ უდიდეს დღესასწაულს.
მაცხოვრის შობას სიკეთე და სიყვარული მოაქვს ადამიანების გულებში. სწორედ სიკეთე, სიყვარული და ერთმანეთზე ზრუნვაა ის უმთავრესი ძალა, რაც ასე სჭირდება დღეს კაცობრიობას უხილავ მტერზე გამარჯვებისთვის.
გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და კეთილდღეობას თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნავს გიორგი გახარია.