გიორგი გახარია - შეიქმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას და ეს არ იქნება დამოკიდებული არანაირ პოლიტიკურ სპეკულირებებზე
გიორგი გახარია - შეიქმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას და ეს არ იქნება დამოკიდებული არანაირ პოლიტიკურ სპეკულირებებზე

2020 წლის 1-ლი იანვრიდან ყველა კატეგორიის პენსიონერებს პენსია გაეზარდათ 20 ლარით და გახდა 220 ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა სოციალური დაცვის მიმართულებით საუბრისას ყურადღება გაამახვილა საპენსიო დახმარების კომპონენტზე.

„რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად ცოტა და გვესმის, რომ  ეს არ არის საკმარისი. გვესმის, რომ ეს არის ის მინიმუმი, რომელიც დღეს ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მოქალაქეებს შევთავაზოთ. გარდა ამისა, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებს ექნებათ 30 ლარის ნამატი და მათი პენსია იქნება დაახლოებით 250 ლარი. მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის, პენსია იქნება 300 ლარი, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ჩვენ შეგვექმნა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი პენსიონერებისთვის ყოველწლიურად პენსიის ზრდას, თუნდაც მინიმალურ, მაგრამ პენსიის ზრდას და ეს პენსიის ზრდა არ იქნება დამოკიდებული არანაირ პოლიტიკურ სპეკულირებებზე. ინდექსაციის ეს მექანიზმი, მთავრობამ მიიღო ეს გადაწყევტილება და ჩართულია. ეს არის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიბმული და შესაბამისად, შემდგომში გამორიცხულია პენსიის ზრდით, ან არ ზრდით პოლიტიკური სპეკულირება“, –  აღნიშნა გიორგი გახარიამ.