გიორგი გახარია -  შეიძლება, კარგი ბიზნესმენი იყო, მაგრამ ვერ იყო პოლიტიკოსი
გიორგი გახარია -  შეიძლება, კარგი ბიზნესმენი იყო, მაგრამ ვერ იყო პოლიტიკოსი

ამას სერიოზულად აღარ აღვიქვამ, ეს ნაბიჯები არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებების კომენტირებისას.

„უკვე კომენტარის გაკეთების დროსაც მეღიმება. არსებობდა ჯერ ვერსია, რომ იყო შუამავალი. შემდეგ არსებობდა ვერსია, რომ თურმე შუამავალი ყოფილა ახლო ნათესავი და ამიტომ ვერ დავასახელებთ. მერე იყო ვერსია, რომ არა – შუამავალი არ ყოფილა, მერე იყო ვერსია, ამასწინათ წავიკითხე, რომ არაო, გახარია იყო შუამავალიო. ამას მე სერიოზულად აღარ აღვიქვამ. ეს ნაბიჯები არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე.

ადამიანებმა, წარმატებულმა ბიზნესმენებმა, გადაწყვიტეს შემოსულიყვნენ პოლიტიკაში. შემოვიდნენ ისე, როგორც დაინახა ყველამ. შეიძლება, კარგი ბიზნესმენი იყო, მაგრამ ვერ იყო პოლიტიკოსი. შესაბამისად, ახლა ყველაფრის გადაფარვას ცდილობენ, რაღაც ისტორიებით და ზღაპრებით“, – განაცხადა გახარიამ.