გიორგი გახარია - შავი ზღვა და მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი
გვახსოვდეს, რომ შავი ზღვა და საერთოდ, მეზღვაურის პროფესია არის ამ ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„ვერაფერს მივაღწევთ ჩვენ, ჩვენი ქვეყნის ძირითადი ფუნქციის, ლოჯისტიკური ჰაბის წარმატებით განხორციელებაში, თუ საზღვაო ინფრასტრუქტურა ქვეყანაში არ იქნა მძლავრი, განვითარებული და რაც მთავარია, თუ გვეყოლება გლობალურად ძალზე პატივსაცემი, მაღალი ხარისხის მეზღვაურები. შავი ზღვა არის ამ ქვეყნის მომავალი. ეკონომიკურად, პოლიტიკურად, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისთვის, შავი ზღვა არის საქართველოს კარიბჭე და შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი. შავი ზღვა თუ საქართველოს მომავალია, მეზღვაურიც არის მომავალის პროფესია. გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.