გიორგი გახარია - საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება, ჯანდაცვის სისტემა ინფიცირებულთა მისაღებად მზად არის
საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ იგეგმება, ჯანდაცვის სისტემა დღეს მზად არის, მიიღოს მზარდი რაოდენობის ინფიცირებულები და ადეკვატურად უმკურნალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემაში ამ მიმართულებით არანაირი დეფიციტი არ არსებობს.
„ჯანდაცვის სიტემა დღეს მზად არის, ჯანდაცვის სისტემაში დღეს არანაირი დეფიციტი არ არსებობს. შეიძლება, არსებობდეს გარკვეული, დროში ხარვეზები, გადალაგების კომპონენტია, რასაც დასჭირდება ერთი დღე. ხომ კარგად გესმით, ჯანდაცვის სისტემა როგორ მუშაობს, ინფიცირებულების ერთ რაოდენობაზე მას აქვს მოცვის ერთი წრე. იგულისხმება სხვადასხვა სახის საწოლი ადგილები, მეორე ეტაპის სხვა დონეზე უკვე იშლება მეორე ეტაპი, შემდეგ – მესამე ეტაპი. ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც საწოლების გაფართოება ხდება. ამას დასჭირდება ზუსტად ერთი დღე, მით უმეტეს, რომ ახლაც არანაირი შეფერხება არ არის. სისტემა მიჰყვება გეგმას და არანაირი პრობლემა არ იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.