გიორგი გახარია - სასაცილოა, ზოგიერთებს სიის ადრე დაკომპლექტება არჩევნების მოგების გარანტია რომ ჰგონიათ
გიორგი გახარია - სასაცილოა, ზოგიერთებს სიის ადრე დაკომპლექტება არჩევნების მოგების გარანტია რომ ჰგონიათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადბეით, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და გასაკვირი არაა, რომ საარჩევნო სიაზე მუშაობისას მის აზრს განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდეს.

მისივე თქმით, საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ჯერ გუნდში კონსულტაციები არც დაწყებულა.

„რას ნიშნავს კვოტა? ხალხნო, ჩვენ ვსაუბრობთ გუნდურ მუშაობაზე. „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც ჰყავს თავისი თავმჯდომარე. რატომ გიკვირთ, რომ პარტიის თავმჯდომარე იყოს განმსაზღვრელი და მის აზრს ჰქონდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მოხვდება პოლიტიკურ სიაში, პარლამენტში, ეს ნორმალურია.

როდესაც განხილვები დაიწყება, მე, როგორც გუნდის წევრი, ჩემს სათქმელს ვიტყვი. ჯერ არც დაწყებულა და ნუ ჩქარობთ. ჯერ ადრეა, პარლამენტს მუშაობა არ დაუმთავრებია. ჯერ უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ცვლილებებია მისაღები. ამაზე ვიფიქროთ და ამაზე ვილაპარაკოთ, რა დროს სიაა. ახლა ზოგიერთებს რომ ჰგონიათ, რომ ადრე სიას დააკომპლექტებენ და გგონიათ, ეს გარანტიაა იმის, რომ ის არჩევნებს მოიგებს, ეს სასაცილოა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.