გიორგი გახარია - საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიება ოჯახის წევრებისთვის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი გვერდით დგომაა
საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიება სერიოზული და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ახლა, ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახის წევრების გვერდით დგომაა.
„მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციაა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველ რიგში, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ გვერდით დგომა. ამის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება საქმის სწრაფად და ეფექტიანად გამოძიებაა. მერწმუნეთ, ამით არის განპირობებული ყველაფერი და ასე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეში, რომელზეც ვსაუბრობთ“, – განაცხადა გახარიამ.