გიორგი გახარია საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს მიმართავს - გულწრფელად მიხარია, რომ გხედავთ ჯანმრთელებს და გხედავთ სამშობლოში
გულწრფელად მიხარია, რომ ჯანმრთელებს გხედავთ და გხედავთ სამშობლოში, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სახელმწიფოს ორგანიზებით საქართველოში დაბრუნებულ მოქალაქეებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა მინისტრ დავთ ზალკალიანთან ერთად შეხვდა.
პრემიერის თქმით, ჯერ კიდევ ბევრია საქართველოს მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ შრომობს.
„სამწუხაროდ, ბევრია ჯერ კიდევ ქართველი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც შრომობს საზღვარგარეთ, არაფერს ვამბობ იმ ხალხზე, ვინც სწავლობს. სწავლა უნდა მივიღოთ ჩვენთვის საინტერესო მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და რაც უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდა მიიღებს განათლებას საზღვარგარეთ, ქვეყნისთვის არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.