გიორგი გახარია - საქართველოს პირველი რესპუბლიკა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორჩეული მოვლენა იყო
გიორგი გახარია - საქართველოს პირველი რესპუბლიკა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორჩეული მოვლენა იყო

საქართველოს პირველი რესპუბლიკა ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში გამორჩეული მოვლენა იყო, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდში განაცხადა, სადაც  საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

„ეს გახლდათ პირველი სოციალ- დემოკრატიული მთავრობა. ის იყო ისეთი ფასეულობების, ისეთი დემოკრატიული ხარისხის მთავრობა და ინსტიტუცია, რომელზეც ბევრი ევროპული სახელმწიფო მაშინ ოცნებობდა. ჩვენ ვალდებულები ვართ, ის მაღალი სტანდარტი, რომელიც დაგვიწესეს ჩვენმა წინაპრებმა, გავაუმჯობესოთ და კიდევ უფრო განვავითაროთ, ეს არის ჩვენი ფუნქცია, ეს არის ჩვენი გამოწვევა, ეს არის როგორ უნდა ვიცხოვროთ ხვალ და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ვალდებულება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ დაათვალიერა შსს-ს ტექნიკა, გაესაუბრა თანამშრომლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ დღეს შსს-ს ერგო პატივი, ეს დღე საქართველოს მიულოცოს სამეგრელოდან. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, აქვე არის ჩვენი უდიდესი ტკივილი აფხაზეთი, რომელიც დღეს არის ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე დიდი ამოცანა და გამოწვევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. მან დამოუკიდებლობის 100 წლისთავი მიულოცა აფხაზებსა და ოსებს.