გიორგი გახარია - სამწუხაროდ, 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ პარლამენტზე შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა
გიორგი გახარია - სამწუხაროდ, 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ პარლამენტზე შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა

სამწუხაროდ, 20 ივნისის აქციაზე 250 ადამიანი დაშავდა იმიტომ, რომ პარლამენტზე შტურმი განახორციელეს უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ლიდერებმა, – ამის შესახებ ჟურნალსიტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გრძნობს მორალურ პასუხისმგებლობას იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ.

„მათი დამზიანებლები არიან დაკავებული. გამოძიება გრძელდება და ყველა, ვინც ამ აქციის შეწყვეტის დროს ჩაიდინა გადაცდომა, იქნება დაკავებული.

ეს გამოძიების ნაწილია. მაკო გომურთან მე როგორმე ურთიერთობას გავარკვევ, ჩემი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას დამიზნებით სროლის შესახებ, გახარიამ აღნიშნა: „დამიზნებით ამ აღჭურვილობის სროლა შეუძლებელია, რაღაც მაინც წაიკითხეთ“.