გიორგი გახარია - სამი წლის განმავლობაში რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ქვეყანაში და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა
შს მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც და მოვახერხე ის, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას 5 ივლისს თბილისში გამართულ აქციებთან დაკავშირებით, რა დროსაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაშავდნენ.
„შს მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი და ერთი და იგივე ხდება ყოველწლიურად, მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე ისე, რომ გამოხატვის თავისუფლებაც დაცული იყო ამ ქვეყანაში, ცემა-ტყეპა და ეს უბედურება რაც მოხდა, ესეც არ მომხდარა, ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ და ჟურნალისტების ჯანმრთელობა მასობრივად საფრთხის ქვეშ არ მდგარა. რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.