გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს
გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.

„დღეს საჯარო მოხელის დღეა. ვულოცავ თითოეულ მათგანს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც პანდემიასთან ბრძოლის ურთულეს პროცესში მონაწილეობს და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი, კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომით დროულად შევძლებთ კრიზისის გადალახვას და ქვეყნის სწრაფი განვითარების აქტიურად გაგრძელებას.

კიდევ ერთხელ ვულოცავ საჯარო მოხელეებს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის სამსახურში“, – აცხადებს გიორგი გახარია.