გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად კომპანიები თუ არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ
საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად კომპანიები თუ არ შეასრულებენ ვალდებულებებს, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდგომ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრირებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.