გიორგი გახარია - საარჩევნო სიაზე კონსულტაციები ჯერ ადრეა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური ვითარება და ეკონომიკური რეფორმები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, წარმოდგენა არ აქვს, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი.
საკითხის კომენტირებისას გახარიამ აღნიშნა, რომ ამ თემაზე ჯერ კონსულტაციები არ დაწყებულა და მისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა.
„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა. ახლა ასევე, ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები და კიდევ ბევრი რამ“, – განაცხადა გახარიამ.
კითხვაზე, დაწყებულია თუ არა კონსულტაციები, გახარიამ უპასუხა, რომ ჯერ ადრეა.