გიორგი გახარია - რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, რაზეა დამოკიდებული რუსეთთან ფრენების აღდგენა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფრენები რუსეთის ფედერაციასთან არ შეუწყვეტია.
„რუსეთთან ფრენების აღდგენა დამოკიდებულია რუსეთს ფედერაციაზე და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ასევე საქართველოში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.