გიორგი გახარიამ, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დისტანციურად უხელმძღვანელა [ვიდეო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული, საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დისტანციურად უხელმძღვანელა.
შესაბამის ვიდეომასალას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.
საკოორდინაციო საბჭომ დღეს რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება; რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებს; ათ დიდ ქალაქში სწავლა 25 ნოემბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 1 943 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 833 პირი, გარდაიცვალა 20 ადამიანი.