გიორგი გახარია - როგორც კი დავეჯახე კედელს, მე გადავდექი, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც დრო გადის, ამაში სულ უფრო ვრწმუნდები
როგორც კი დავეჯახე კედელს, ყველანაირი განმარტებების, ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, მე გადავდექი, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებები გუნდურად მიიღებოდა.
„მე ვაღიარებ იმას, რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენი გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი იყო გუნდური, მაგრამ ვიდრე ამ გუნდური გადაწყვეტილების მიღების პროცესში შემეძლო მეთამაშა პოზიტიური როლი, ხშირ შემთხვევაში კომპრომისის ხარჯზე, მე ამას ვაკეთებდი. როგორც კი მე დავეჯახე კედელს, აი, უბრალოდ კედელს, ყველანაირი განმარტებების, ლოგიკური ახსნის გარეშე და მივხვდი, რომ ამ პოზიტიური როლის შესრულების შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, მე გადავდექი, ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რაც უფრო მეტი დრო გადის, სულ უფრო ვრწმუნდები ამაში. მაგრამ, მელიას დაკავება აქ არაფერ შუაში არ არის. ამ ვერსიის გავრცელება, რომ გახარია გადადგა მელიას დაკავების გამო, ეს არის სიცრუე“, – განაცხადა გახარიამ.