გიორგი გახარია - როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული, ევროპაში ლოკდაუნების რაოდენობა იზრდება
როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული, გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავსი მასობრივი განვითარების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მიჰყვება, თუმცა თითოეულ მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის.
„რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას. იმის მიუხედავად, რომ გლობალურად მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, როგორც ჩანს, მეორე ტალღის მოლოდინის სიმძაფრე არ იყო სრულად შეფასებული. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპაში ლოკდაუნების რაოდენობა, ისევე როგორც ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებს უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავსი მასობრივი განვითარების. ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ, თუმცა თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უნდა ესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის“, – განაცხადა გახარიამ.