გიორგი გახარია - როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით
გიორგი გახარია - როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით

როგორ დააკავებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ მან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს, ეს ძალიან მაინტერესებს და ამას დავაკვირდებით, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებზე, რომ სააკაშვილის დანიშვნა მათი ქვეყნის შიდა საქმეა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავს წინადადებებს უნდა მოჰყვეს გაგრძელება, რომ ისინი ასევე უზრუნველყოფენ, რომ შემდგომში სააკაშვილის მხრიდან სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა არ გაგრძელდეს.

„გასაგებია, რომ ის დაინიშნა არა მაღალ სამთავრობო პოზიციაზე, არამედ რაღაც მრჩევლად თუ საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელად, მაგრამ ეს მაინც გაურკვეველია. ჩვენ დიდი გამოცდილება გვაქვს ოდესის შემდგომ, რა ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ამ გაურკვეველი ისტორიის შემდეგ საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობები დაგვებრუნებინა ნორმალურ, სტრატეგიული მოკავშირეობის ფარგლებში. მე პირადად ვიყავი ამაში ჩართული და ვიმყოფებოდი კიევში, მქონდა შეხვედრები. ჩვენს ელჩს ვიწვევთ კონსულტაციებისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ პოლიტიკურმა ავანტიურისტებმა ვერ შეძლონ ჩვენს მოძმე და სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენი ურთიერთობები რისკის ქვეშ დააყენონ, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა პრემიერმა.