გიორგი გახარია - როცა ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, საქართველოსთვის სტრატეგიულ მეზობლებთან ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი
აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის პროცესში, შევძლებთ და დავიცავთ, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესებს, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დავით გარეჯის თემაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როცა ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია, საქართველოსთვის სტრატეგიულ მეზობლებთან მეგობრული ურთიერთობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ამას თავი რომ დავანებოთ, რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოსდეს, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან სტრატეგიული ურთიერთობა გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ სტრატეგიული ურთიერთობის სულისკვეთების ფარგლებსა და საზღვრის დემარკაციის პროცესში, ჩვენ შევძლებთ და დავიცავთ, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, ასევე ეკლესიის ინტერესებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.